"შემოდგომა საქართველოში"

თარიღი : Oct 31, 2018

"შემოდგომა საქართველოში"

ჩვენ რომ დროის მანქანა გვაქვს, იცოდით?დიიახ! და დღეს სწორედ ამ მანქანით გვამოგზაურეს ჩვენმა პატარებმა საქართველოს კუთხეებში.
”შემოდგომა საქართველოში” - ასე ჰქვია ჩვენს დღევანდელ მოგზაურობას.
სტადიონი დილიდანვე მოირთო შემოდგომის ულამაზესი ფერებითა და ნობათით. 1-6 კლასელებმა მოირგეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ეროვნული სამოსი, გამოფინეს შესაბამისი სოფლის ნობათი, სამზარეულო, გაგვაცნეს ისტორია, ღირსშესანიშნაობები და ამ სილამაზით თავბრუდახვეულებს ეროვნული ცეკვებიც კი გვიცეკვეს. წარმოდგენილი იყო საქართველოს კუთხეები: ქართლი, რაჭა-ლეჩხუმი, ფშავი, ხევსურეთი, გურია, სამეგრელო, აჭარა, კახეთი, იმერეთი❤️
შემოდგომის საოცარი მრავალფეროვნება პატარებმა უფრო თვალწარმტაცი გახადეს❤️
და მასწავლებლებიც რომ შემოდგომის ფერებში შეიმოსნენ????? ერთი სიამოვნებაა ერთსულოვანი და ოჯახად შეკრული სკოლა ”იბერიის” ყურება.

უღრმესი მადლობა ორგანიზატორებს, ჩვენს მშვენიერ ქალბატონებს მაკა ბელქანიას და თაკო ბაცანკალაშვილს, მეტყველების პედაგოგს ქალბატონ ნათიას, ჩვენს არაჩვეულებრივ დამრიგებლებს, რომლებიც მთელი გულით იყვნენ ჩართულები, მშობლებს უდიდესი მხარდაჭერისთვის!