ჩვენი ბავშვების ნამუშევრების გამოფენა გალერეა "ვერნისაჟში"

თარიღი : Oct 21, 2018

ჩვენი ბავშვების ნამუშევრების გამოფენა გალერეა "ვერნისაჟში"

 

საოცარ ადგილას უნდა გამოგზაუროთ.იქ, სადაც თანამედროვე ფიროსმანი, დალი, გოგენი, სეზანი, დავინჩი, რემბრანდტი და მსოფლიოს საუკეთესო მხატვრები ბუდობენ.
ძველი თბილისის ერთ პატარა ეზოში ჩვენი სკოლის უნიჭიერესმა ბავშვებმა მოიყარეს თავი და თან მოგვიტანეს თავიანთი არაჩვეულებრივი ნამუშევრები.
ყველა... ყველა... ყველა აქაა! ყველა მოაჯადოვა ამ სილამაზემ.მასწავლებლები, მშობლები, უბრალო გამვლელები, უცხოელი ტურისტებიც კი დიდი აღფრთოვანებით ათვალიერებენ ნახატებს.
დატკბით თქვენც ამ მშვენიერებით!

პედაგოგები: ნოდარ სულემენაშვილი და თაკო ბაცანკალაშვილი