მიზანი


 

  იოანე პეტრიწის სახელობის სკოლა იბერია 1995 წლიდან საზოგადოებასთან და მშობლებთან თანამშრომლობის გზით, განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, ამოცანად ისახავს თითოეული მოსწავლის აკადემიური, სოციალური, ფიზიკური და ესთეტიკური მოთხოვნილების მდაკმაყოფილებას. სკოლამ უნდა შექმნას ბავშვზე ორიენტირებული გარემო, მოსწავლეთა მიღწევები აქციოს უმაღლეს პრიორიტეტად და მის განსახორციელებლად მოიზიდოს შესაბამისი ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსები. სკოლამ ასევე უნდა გაითვალისწინოს, რომ მთავარი არა მარტო ცოდნის მიღებაა, არამედ სკოლაში აღზრდილმა ყოველმა პიროვნებამ უნდა შეძლოს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, ინფორმაციის მიღებას აუცილებლდ უნდა დაერთოს ლოგიკური აზროვნების განვითარება. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მოსწავლეებს კრიტიკულად გაიაზრონ მიღებული ინფორმაცია და შეუსაბამონ ისინი კულტურული ნორმების მოთხოვნებს.