პირველკლასელების მიღება 2018

თარიღი : Sep 26, 2018

პირველკლასელების მიღება 2018

 · 

ცოტა დაგვიგვიანდა, მაგრამ საოცარ ამბებს უნდა მოგიყვეთ????სრულიად ჯადოსნურს და ზღაპრულს
იყო და არა იყო რა, ზაფხულის არდადეგების შემდეგ პაწუკა არსებები ორშაბათ დილას ახალ სამყაროში შესაბიჯებლად გაეშურნენ, იქ მისულებს კი ჯადოსნურ სამყაროში საყვარელი მულტფილმის გმირები, პეპა გოჭი და ბეტმენი შეუძღვნენ???????? შიგნით ისეთი საოცრებები ხდებოოდაა,მათ ყველა სურვილსა თუ ოცნებას ერთად მოეყარა თავი????
სულ სულ პირველად ბავშვებმა კედლებზე თავიანთი სახელები დაწერეს, რათა ყველამ იცოდეს, რომ ისინი დღეიდან ”იბერიას” ოჯახის წევრები არიან!❤️
შემდეგ ფერადი ბუშტები, შუშხუნები, თამაშები... ძალიან მოილხინეს საყვარელ გმირებთან ერთად????ცოტა ხანში მოცეკვავე გოგო-ბიჭებმა გაგვაოცეს თავიანთი ულამაზესი ცეკვებით????????????
და ვარსკვლავიც რომ გავხსენით?????უფ, თან როგორი კაშკაშა????
ხომ შეშურდებათ პეპის და წითელქუდას, ისინიც ”იბერიას” ზღაპრის წევრები რომ არ არიან?
ჩვენს ზღაპარს არ აქვს დასასრული, ჯერ ყველაფერი კიდევ წინ არის????❤️❤️❤️❤️