სიახლეები

მოსამზადებელი ჯგუფი

მოსამზადებელი ჯგუფი

ვრცლად
სკოლა ,,იბერიას მოსამზადებელი ჯგუფი..

სკოლა ,,იბერიას მოსამზადებელი ჯგუფი..

ვრცლად
დაიწყო ახალი სასწავლო წელი

დაიწყო ახალი სასწავლო წელი! სკოლა იბერია მხიარული განწყობით შეხვდა მოსწავლეებს და მშობლებს.

ვრცლად
სტუმრად ლიტერატურულ საღამოზე მანანა ორბელიანის სალონში

სტუმრად ლიტერატურულ საღამოზე მანანა ორბელიანის სალონში

ვრცლად

სკოლა იბერიის შესახებ


ბიოგრაფია – სიცოცხლის, ცხოვრების აღწერაა, ცხოვრების გზაა, ამჯერად  ჩვენი სკოლის ცხოვრების გზაზე უნდა გესაუბროთ. უმძიმესი  წლები იყო ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში–1995. იწურებოდა საუკუნე, იცვლებოდა ქვეყნის მართვის სისტემა, რაც უპირველესად განათლების სისტემაზე აისახებოდა. ბევრი ფიქრისა და სჯა–ბაასის შემდეგ 187–ე სკოლის ორმა პედაგოგმა გადავწყვიტეთ დამოუკიდებლად შეგვექმნა სკოლა. ადვილი არ იყო, ბევრი რამ გვქონდა საფიქრალიც, საკეთებელიც, მოვიძიეთ შენობა და 1995 წლის ოქტომბერში  განათლების სამინისტროსგან მივიღეთ ოფიციალური უფლება. შევუდექით საქმეს.
 

მძიმეც იყო პირველი ნაბიჯებიც და აღტაცების მომნიჭებელიც.  მასწავლებლიან–მოსწავლეებიანად ერთ დიდ ოჯახად ვგრძნობდით თავს: ჩვენ მათ ვასწავლიდით, ისინი–ჩვენ. შეშის ღუმელს ვანთებდით და ისე ვთბებოდით,  სასწავლო წლის ბოლოს  სკოლის შეკეთება აღდგენასაც საკუთარი სახსრებით ვახერხებდით, ვცდილობდით,  პროფესიონალურადაც დავხვეწილიყავით.

გალერეა